Skip to main content

დაუვიწყარი დღეები...

     იყო პედაგოგი-ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ხოლო პედაგოგთა საერთაშორისო კონგრესზე მონაწილეობა-პროფესიული დღესასწაული.
     ხუთი ქართველი პედაგოგი და ერთი სტუდენტი ვიზიარებთ მსოფლიოს კოლეგების გამოცდილებას, აზრებსა და ერთობლივი მუშაობის სიხარულს. ორგანიზატორების მიერ შექმნილმა სამუშაო გარემომ საშუალება მოგვცა აღმოგვეჩინა სწავლების ახალი სამყარო, რაც ხელს შეუწყობს ფრენეს პედაგოგიკის შემდგომ დანერგვას საქართველოს სხვადასხვა სკოლებში. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 2010 წელს საქართველო გახდა ფრენეს პედაგოგიკის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფრენეს პედაგოგიკის პოპულარიზაციაში. საერთაშორისო შეხვედრაზე მიღებული გამოცდლება შესაბამისობაში მოდის საქართველოში მიმდინარე განათლების  რეფორმასთან.

ჩვენ, ფრენეს პედაგოგიკის მიმდევრები, ვამაყობთ, რომ პირველები ვახორციელებთ სწავლების ამ ახალ მიდგომებს. მადლობას ვუხდით ფრანგულ მხარეს საინტერესო და მრავლისმომცველი შეხვედრის მოწყობისათვის.


                       პატივისცემით "ფრენეს პედაგოგიკის ქართული ასოციაციის"  წევრები:

                                                თამარ მჭედლიშვილი
                                                ნანა ლომიძე
                                                ხათუნა ნამიჭეიშვილი
                                                მარინა შუკაკიძე
                                                მზია დათინაშვილი 

                                                           გვანცა გოგალაძე (სტუდენტი)